სვანაძეს დეკანოსიძე დაეხმარება – 21-წლამდელები თურქეთში მოემზადებიან

0
59

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მარტის სანაკრებო პაუზის პერიოდში, მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდი, 17-დან, 25 მარტის ჩათვლით ანთალიაში მოემზადება, სადაც 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ჩვენი პირველი მეტოქე, , ივნისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ფინეთი იქნება, მეორე მეტოქის ვინაობა კი მალე გახდება ცნობილი.
21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში,17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
2025 | 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი
11 ივნისი | პოლონეთი V საქართველო | ჟილინა
14 ივნისი | საფრანგეთი V საქართველო | ჟილინა
17 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | ტრენჩინი
თურქულ შეკრებაზე გასამართი მატჩების პირდაპირი ტრანსლაციების და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. აქვე შეგახსენებთ, რომ 2027 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს შესარჩევი ციკლის წილისყრა 6 თებერვალს გაიმართება.
გიორგი დეკანოსიძე 21-წლამდე ნაკრებში იმუშავებს
გიორგი დეკანოსიძე, რომელიც 10 წელზე მეტია, რაც სამწვრთნელო საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული, ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის წინ, რამაზ სვანაძის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება. ის გიორგი ადამიასთან და ზაურ სვანაძესთან ერთად, მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი ასისტენტის პოზიციას დაიკავებს.
გიორგი დეკანოსიძე: “მიხარია, რომ დღეს იმ გუნდის წევრი გავხდი, რომელიც ზაფხულში კონტინენტის ერთ-ერთ საუკეთესო საფეხბურთო ფორუმზე მიიღებს მონაწილეობას. იმედი მაქვს, რომ გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარები. ჩემდამი ნდობისთვის, გუნდის მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს ინდა მადლობა გადავუხადო”.
სამწვრთნელო კარიერა
2011-12 | დინამო თბილისი – U10 | მთავარი მწვრთნელი
2011-12 | დინამო თბილისი – U17 | მწვრთნელის დამხმარე
2012-13 | რუსთავის ოლიმპი | მწვრთნელის დამხმარე
2013-14 | იბერია 1999 – U19 | მთავარი მწვრთნელი
2013-14 | იბერია 1999 | აკად. დირექტორის თანაშემწე
2015-17 | იბერია 1999 | აკადემიის დირექტორი
2017 | დილა გორი | მწვრთნელის დამხმარე
2017-18 | თელავი | მთავარი მწვრთნელი
2019 | დილა გორი | მთავარი მწვრთნელი
2020 | დინამო თბილისი | მწვრთნელის დამხმარე
2020-21 | ლოკომოტივი თბილისი | მწვრთნელის დამხმარე
2022-23 | დინამო თბილისი | მწვრთნელის დამხმარე