რაშფორდი „ასტონ ვილასთვის“ შეუტევს

0
46

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მარკუს რაშფორდი ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ გაანათხოვრა. ბირმინგემელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული გუნდის 27 წლის თავდამსხმელი კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.
რაშფორდმა 2024-2025 წლის სეზონში მანჩესტერელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 24 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. მას „იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
რაშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღზრდილია. მან ინგლისური გუნდის რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 426 მატჩში 138 გოლი გაიტანა. ის ინგლისის ეროვნულ გუნდში 2016 წლიდან გამოდის და 60 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 17-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი