„ლიონმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მე-5 მატჩი ვერ მოიგო. მე-20 ტურში ლიონელები სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფ „მარსელს“ დაუპირისპირდნენ და 2:3 წააგეს. „ლიონის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი, რომელიც თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრები 53-ე წუთზე კორენტონ ტოლისომ დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 61-ე წუთზე გრინვუდმა გაიტანა. 64-ე წუთზე „მარსელიდან“ თავი რაბიომ გამოიჩინა. 72-ე წუთზე ლაკაზეტმა პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. 85-ე წუთზე ლუის ენრიკემ ლიონელთა კარი აიღო და საბოლოოდ, თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა. სამი ფრისა და 2 მარცხის შემდეგ, „ლიონი“ 30 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





