გორის „დილა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე 6 ფეხბურთელმა დატოვა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
„ვენი კლუბი ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა. მეკარეები: ნიკა ქავთარაძე გურამ ჩიკაშუა, მცველები: გიორგი გაფრინდაშვილი, ომერ იცხაკი, კალი ბანდეირა. ნახევარმცველი: ტაირელ ვოუტერი.
მადლობას ვუხდით თითოულ მათგანს, ჩვენს კლუბში გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში“.
გასულ სეზონში პორტუგალიელი ფრანსისკუ კაშტრუს ხელმძღვანელობით „დილამ“ საქართველოს ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა და ზაფხულში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





