ცნობილ პორტუგალიელ მენეჯერ პაულუ ბარბოზას მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ინგლისის პრემიერლიგის ნებისმიერ ტოპ-კლუბში თავისუფლად ითამაშებდა.
„ხვიჩას საფრანგეთის ჩემპიონატში გადასვლა შეცდომაა? ვნახოთ. თუმცა, ვფიქრობ, რომ მას უფრო საინტერესო ვარიანტებიც ჰქონდა. ჩემი აზრით, ფრანგული ფეხბურთი მისთვის შეუსაბამოა. ხვიჩასთვის უფრო იოლი ესპანეთში თამაში იქნებაო და შესაძლოა – ინგლისშიც. ფრანგული ფეხბურთი მისი არაა, თან იქ მოტივაცია ცოტაა – არის ერთი დიდი გუნდი და დანარჩენები.
ხვიჩამ ყველაზე კონკურენტუნარიან და მდიდარ ჩემპიონატში უნდა ითამაშოს, რადგან უნიკალური ფეხბურთელია. მიმაჩნია, რომ კვარაცხელია თავისუფლად ითამაშებს პრემიერლიგის ნებისმიერ ტოპ-კლუბში – მას მაღალი კონკურენცია და განვითარების სტიმული სჭირდება, რათა საკუთარ ტავს მეტი მოთხოვოს.
ხვიჩა ფეხბურთელია, რომელსაც მაღალი მიზანი და მეტი სტიმული სჭირდება. ვფიქრობ, პსჟ მისთვის მხოლოდ დასაწყისია და ყველაფერი მის ხელთაა“ – ციტირებს პედრო ბარბოზას – championat.com.
ლაშა თაბაგარი
