„პორტუდან“ მთავარი მწვრთნელი გაუშვეს

0
53

„პორტუს“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ვიტორ ბრუნუ დაითხოვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
პორტუგალიურ გრანდს დროებით კლუბის ახალგაზრდობის განვითარების დირექტორი ჟოზე ტავარეში უხელმძღვანელებს. ბრუნუ „პორტუს“ თავკაცად 2024 წლის ივნისიდან მუშაობდა. მანამდე, ის ყოფილი მთავარი მწვრთნელის სერჟიუ კონსეიუსაუს თანაშემწე იყო. 42 წლის სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებდა.
პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებული 18 ტურის შემდეგ, „პორტუ“ 40 ქულით მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი