ლაშა დვალმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში აპოელ-ის სასტარტო შემსდგენლობაში სტაბილურად არ ათამაშებდნენ, ბოლო სამი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
კვიპრისის უმაღლესი დივიზიონის მე-19 ტურში აპოელი გასვლაზე ლარნაკას აეკ-ს შეხვდა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა მოედანზე სრული დრო გაატარა.
მასპინძლები 45-ე წუთზე კაბრერამ დააწინაურა, ხოლო ხუთ წუთში ჩაკონმა თავისი გუნდის კიდევ უფრო წინ გაიყვანა. 75-ე წუთზე აპოელიდან თავი სოდირიუმ გამოიჩინა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და აპოელი შინ უქულოდ დაბრუნდა.
მოქმედი ჩემპიონი აპოელი 32 ქულით 14-გუნდინ სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
