კვარაცხელიას პირველი ვარჯიში პსჟ-ში

0
40

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის დებიუტი სავარაუდოდ 25 იანვარს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში შინ „რეიმსთან“ გასამართ მატჩში შედგება. კვარაცხელია თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის ბოლოს ორ შეხვედრაში სახლში „მანჩესტერ სიტისთან“ და სტუმრად „შტუტგართან“ ვერ დაეხმარება.
კვარაცხელიამ ფრანგულ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა. მისი ხელფასი ახალ კლუბში წელიწადში 9 მილიონი ევრო იქნება და პლუს კიდევ 2 მილიონი სხვადასხვა ბონუსების სახითაა გათვალისწინებული კვარაცხელიაში „ნაპოლიმ“ ფრანგული გრანდისგან 70 მილიონი ევრო მიიღო. ის ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. გარდა ამისა, ხვიჩა პსჟ-ს მიერ შეძენილ ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეებში მეოთხეა, ხოლო “ნაპოლის” მიერ ყველაზე ძვირად გაყიდულ მოთამაშეებში მეორეა.
ლაშა თაბაგარი