შენგელია ყოფილ გუნდთან დამარცხდა

0
53

ოფი, სადაც ლევან შენგელია გამოდის, საბერძნეთის სუპერლიგის მე-19 ტურში სტუმრად „პანატოლკოსს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებიდან ერთადერთი ბურთი 25-ე წუთზე მაჟდევაცმა გაიტანა. ოფი 24 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
რუმინეთის უმაღლესი დივიზიონის 22-ე ტურში კრაიოვას „უნივერსიტატია“ შინ ბუქარესტის „დინამოს“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი სასტარტოში არ იყო და თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო. „კრაიოვადანა“ 36-ე წუთზე პენალტი მიტრიამ გამოიყენა, ხოლო „დინამოდან“ 48-ე წუთზე ანგარიში ბოატენგმა გაათანაბრა. „უნოვერსიტატია“ 36 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი