საბა გოგლიჩიძე იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში „ემპოლის“ სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა. ტოსკანელები მოქმედ ჩემპიონ მილანის „ინტერს“ სტუმრად შეხვდნენ და 1:3 დამარცხდნენ. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველი ამჯერად თადარიგში იყო და თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა. მილანელებიდან 55-ე წუთზე ანგარიში ლაუტარო მარტინესმა გახსნა. 79-ე წუთზე დუმფრისმა „ინტერი“ კიდევ უფრო წინ გაიყვანა. 84-ე წუთზე სტუმრებიდან თავი ესპიზიტომ გამოიჩინა. 89-ე წუთზე „ემპოლის“ კარი მარკუს ტურამმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში გოგლიჩიძემ 17 თამაში „ემპოლის“ სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა. „ემპოლი“ 20 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
შვეიცარიის სუპერლიგის მე-19 ტურში “ბაზელი” გასვლაზე “ლუგანოს” შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა ბაზელელთა სასტარტოში ვერ მოხვდა და მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა. შეხვედრის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში მასპინძლები დაწინაურდნენე, მაგრამ “ბაზელმა” ანგარიში 87-ე წუთზე გაათანაბრა. “ბაზელი” 31 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა.
ლაშა თაბაგარი
