ქოჩორაშვილის მეხუთე გოლი – „ქართული“ დერბი „ლევანტემ“ მოიგო

0
32

გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში „ლევანტეს“ მაისურით თავისი მეხუთე გოლი გაიტანა. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 23-ე წუთზე ვალენსიაში „ქართული“ დერბი შედგა – გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ 3:1 დამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
შეხვედრის 21-ე წუთზე მასპინძლები ბრუგუემ დააწინაურა, ხოლო 58-ე წუთზე ბოიემ საპასუხო ბურთი გაიტანა. 72-ე წუთზე „ლევანტე“ წინ ალგობიამ გაიყვანა. მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა წიტაიშვილმა მიწაზე დაუშვებლად დაარტყა ბურთი, რომელსაც ქოჩორაშვილი გადაეფარა.
95-ე წუთზე ქოჩორაშვილმა გრანადელთა ნახევარზე ერთი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა და თითქმის საჯარიმოს ხაზიდან მარცხენა ფეხით დაბალ კუთხეში გაიტანა – 3:1. მან მიმდინარე სეზონში „გრანადას“ კარი პირველ წრეშიც აიღო. ქოჩორაშვილის ანგარიშზე 5 გოლის გარდა, სამი საგოლე გადაცემაცაა. „ლევანტე“ 39 ქულით 22 გუნდში მესამეა, ხოლო „გრანადა“ 34 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი