მიქაუტაძის მეორე მატჩი შეუცვლელად მიმდინარე სეზონში

0
60

საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში მეხუთე ლიგის „ბურგონთან“ პენალტების სერიაში გავარდნის შემდეგ, „ლიონმა“ ლიგა 1-ში შინ „ტულუზას“ ევრ მოუგო – 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, რაც მიმდინარე ჩემპიონატში მეორედ მოხდა. მას გოლის გატანის შანსი არ ჰქონია.
ცნობისთვის მიქაუტაძემ, რომელიც „ლიონში“ სადებიუტო სეზონს ატარებს ყველა ტურნირში 8 გოლი გაიტანა – ლიგა 1-ში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო, საფრანგეთის თასზე და ევროპა ლიგაში 2-2-ჯერ.
ლაშა თაბაგარი