ლუის ენრიკე: „კვარაცხელიას შეძენა დიდი ხანია გვსურდა“

0
37

ლუის ენრიკეს განცხადებით, პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა დიდი ხანია სურდა. მან ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის პარიზულ კლუბში წარდგენის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ მისი შეძენა დიდი ხანია გვსურდა. მას გამოცდილება და ხასიათი აქვს, შეუძლია გატანა, მეტოქის „მოტყუება“. ერთი ერთზე თავის დაცვა.
ეს ძალიან კარგი ტრანსფერია, საუცხოო ფეხბურთელი დაემატა ისედაც მშვენიერ შემადგენლობას. მჯერა, რომ ჩვენთან ერთად ის თავის საუკეთესო თვისებებს გამოავლენს“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს beinsports.com.
კვარაცხელიამ ფრანგულ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა. მისი ხელფასი ახალ კლუბში წელიწადში 9 მილიონი ევრო იქნება და პლუს კიდევ 2 მილიონი სხვადასხვა ბონუსების სახითაა გათვალისწინებული კვარაცხელიაში „ნაპოლიმ“ ფრანგული გრანდისგან 70 მილიონი ევრო მიიღო. ის ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. გარდა ამისა, ხვიჩა პსჟ-ს მიერ შეძენილ ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეებში მეოთხეა, ხოლო “ნაპოლის” მიერ ყველაზე ძვირად გაყიდულ მოთამაშეებში მეორეა.
ლაშა თაბაგარი