ხვიჩა კვარაცხელიასთვის პსჟ-ში თამაში დიდი პატივია. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ამის შესახებ ფრანგულ გრანდთან კონტრაქტის 2029 წლის ივნისამე გაფორმების შემდეგ განაცხადა. მისი ხელფასი ახალ კლუბში წელიწადში 9 მილიონი ევრო იქნება და პლუს კიდევ 2 მილიონი სხვადასხვა ბონუსების სახითაა გათვალისწინებული კვარაცხელიაში „ნაპოლიმ“ ფრანგული გრანდისგან 70 მილიონი ევრო მიიღო. ის ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. გარდა ამისა, ხვიჩა პსჟ-ს მიერ შეძენილ ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეებში მეოთხეა.
გთავაზობს ინტერვიუს, რომელიც 23 წლის ფეხბურთელმა ოფიციალური წარდგენის შემდეგ, პსჟ-ს ვებგვერდს მისცა.
-პსჟ-ში გადასვლის შემდეგ რას გრძნობთ?
-ჩემთვის პსჟ-ს მაისურის ტარება დიდი პატივია, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში თამაშზე ვოცნებობდი. ეს დიდი პატივი და ოცნებაა. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ საკუთარი ოცნებების განსახორციელებლად. ძალიან ბედნიერი ვარ.
-პსჟ-ს სასარგებლოდ არჩევანის გაკეთების დროს გადამწყვეტი რა აღმოჩნდა?
-პროექტმა დამარწმუნა. მე ვიცი კლუბს რის მიღწევა სურს და მოთამაშეებთან როგორ მუშაობს. აქ ბევრ დიად ფეხბურთელს უთამაშია და დიდი ხანი არ მიფიქრია, როდესაც პარიზში ჩამოსვლის საშუალება გამიჩნდა.
-ლუის ენრიკესთან მუშაობა მოგიწევთ…
-ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვიცი, რომ მასთან მუშაობით ბევრს ვისწავლი. ძალიან მიხარია, რომ იმ გუნდის მოთამაშე გავხდი, რომელსაც ლუის ენრიკე ავარჯიშებს.
კვარაცხელიამ ფრანგულ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა. მისი ხელფასი ახალ კლუბში წელიწადში 9 მილიონი ევრო იქნება და პლუს კიდევ 2 მილიონი სხვადასხვა ბონუსების სახითაა გათვალისწინებული.
კვარაცხელიაში „ნაპოლიმ“ პარიზელებისგან 70 მილიონი ევრო მიიღო. ის ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. გარდა ამისა, ხვიჩა პსჟ-ს მიერ შეძენილ ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეებში მეოთხეა, ხოლო “ნაპოლის” მიერ ყველაზე ძვირად გაყიდულ მოთამაშეებში მეორეა.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, პლუს 29 საგოლე პასი გააკეთა. მან ნეაპოლელებთან ერთად 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონის ტიტული მოიგო და იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამასთანავე მის მიერ ბერგამოს “ატალანტას” კარში გატანილი გოლი სეზონში საუკეთესოდ მიიჩნიეს.
გარდა ამისა, იმავე სეზონში იტალიის პირველობის საუკეთესო მეპასე გახდა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზიც მიიღო. ის იტალიის თვის საუკეთესო ფეხბურთელად 4-ჯერ დაასახელეს და ამ მაჩვენებლით მხოლოდ არგენტინელ პაულუ დიბალას ჩამორჩება, რომელსაც ასეთი პატივი წილად 5-ჯერ ხვდა.
ლაშა თაბაგარი
