ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში სამედიცინო შემოწმებას 17 იანვარს პარასკევს გაივლის და ფრანგულ კლუბთან კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს, იუწყება გამოცემა Le Parisien.
შესაძლოა, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ოფიციალურად ლუის ენრიკეს პრესკონფერენციის შემდეგ წარადგინონ, რომელიც ხვალ თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. Le Parisien-ის ცნობით ეს დრო იმიტომ შეირჩა, რადგან კლუბის ხელმძვანელებს არ სურთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლანსთან“ გასამართი მატჩის წინ მწვრთნელის ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანონ.
„ლანსთან“ შეხვედრაში 23 წლის ქართველი პარიზელთა განაცხადში არ იქნება და სავარაუდოდ, მისი დებიუტი 25 იანვარს „პარკ დე პრენსზე“ „რეიმსთან“ ჩასატარებელ შეხვედრაში შედგება.
ცნობისთვის, კვარაცხელია პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის ბოლო ორ დასკვნით შეხვედრაში ვერ დაეხმარება – 22 იანვარს „მანჩესტერ სიტისთან“, ხოლო 29 იანვარს „შტუტგარტთან“.
ლაშა თაბაგარი





