ტურინის „იუვენტუსმა“ პორტუგალიის „ვიტორია გიმარაეშიდან“ მარჯვენა მცველი ალბერტო კოშტა შეიძინა. 21 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა იტალიურ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა.
„იუვენტუსი“ „ვოტორიას“ 12,5 მილიონ ევროს ოთხი წლის განმავლობაში გადაუხდის, ხოლო დამატებითი ხარჯი 1,3 მილიონ ევროს შეადგენს. გარეგიბაში ასევე გათვალისწინებულია ბონუსები 2,5 მილიონ ევროს ოდენობით თუ კოშტა ტურინელთა მაისურით გარკვეულ წარმატებას მიაღწევს/
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა მცველმა პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 10 მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





