შენგელიას გუნდმა წაუგებელი სერია გაახანგრძლივა

0
50

ოფიმ, რომელშიც ლევან შენგელია გამოდის, საბერძნეთის სუპერლიგაში წაუგებელი სერია გაახანგრძლივა. მე-18 ტურში კრეტელებმა „ლევადიაკოსი“ მიიღეს და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა და 76-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ორი ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 5 შეხვედრიდან 3 მოიგო, ხოლო 2 ფრედ დაასრულა და 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი