„ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია თავისი გუნდის წარმატებაში არ მონაწილეობდა. ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა „ვერონასთან“ მატჩამდე განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა კლუბს გაყიდვა სთხოვა და ის განაცხადში არ იქნებოდა.
განვლილ შეხვედრის მე-5 წუთზე ანგარიში მას მერე გაიხსნა, რაც სტუმართა გოლკიპერმა მონტიპომ ბურთი თავის კარში გაიტანა. 61-ე წუთზე ვერონელთა კარი ზამბუ ანგისამ აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
„ნაპოლი“ 47 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობს, მაგრამ მეორე ადგილზე მყოფ 43-ქულიან მილანის „ინტერს’ 2 თამაშით ნაკლები აქვს.
ლაშა თაბაგარი




