ჯიღაური „ყიზილყუმში“ ითამაშებს

0
68

ჯაბა ჯირაურმა უზბეკეთში სეზონის დასრულების შემდეგ „ნასაფი“ დატოვა, რომელთან ერთად ოქროს მედლები მოიგო და კარიერას „ყიზილყუმში“ გააგრძელებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა განვლილ სეზონში „ნასაფში“ უზბეკეთის ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მან ერთხელ უზბეკეთის თასზე ითამაშა, ხოლო 5-ჯერ აზიის ჩემპიონთა ლიგაში.
ის „ნასაფში“ 2023 წლიდან გამოდიოდა ჩემპიონობის გარდა, ერთხელ უზბეკეთის თასი, ხოლო 2-ჯერ სუპერთასი მოიგო.
ჯიღაურმა “ვარდართან” ერთად მაკედონიის ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა, ხოლო საქართველოს ჩემპიონის სამჯერ გახდა – ორჯერ თბილისის “დინამოში”, ხოლო ერთხელ ბათუმის “დინამოში”. ამასთანავე, მან სამ-სამჯერ საქართველოს თასი და სუპერთასი აღმართა.
ლაშა თაბაგარი