„ბაიერნი“ ალფონსო დევისს სარფიან კონტრაქტს სთავაზობს

0
38

მიუნხენის „ბაიერნს“ მარცხენა მცველის ალფონსო დევისის შენარჩუნება სურს და სარფიან კონტრაქტს სთავაზობს. Sky Sports-ის ჟურნალისტის ფლორიან პლატენბერგის ინფორმაციით, გერმანული გრანდი მზადაა კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმოს და წელიწადში დაახლოებით 14-15 მილიონი ევრო გადაუხადოს.
დევისს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში უმთავრდება და მისი თავის რიგებში ხილვა მადრიდის „რეალს“ სურს. ის „ბაიერნში“ 2018 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 2016 მატჩში 12 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი