გიორგი კვერნაძემ მიმდინარე სეზონში „ფროზინონეს“ სასტარტო შემადგენლობაში მეექვსე მატჩი ჩაატარა. ამასთანავე, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელს მთავარი მწვრთნელი ლეონარდო გრეკო მატჩის ბოლომდე ენდო.
მე-20 ტურში „ფროზინონე“ გასვლაზე გათამაშების ხუთეულში მყოფ „იუვე სტაბიას“ შეხვდა და ქულა აიღო. შეხვედრის 21-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა, ხოლო სტუმრებიდან 72-ე წუთზე საპასუხო ბურთი პარტიპილომ გაიტანა. „ფროზინონეს“ 20 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა. კვერნაძემ ამ სეზონში ჩატარებულ 17 თამაშში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
