„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, ინგლისის ჩემპიონშიფის 23-ე ტურში სამი ქულა მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში აიღო.
უოტფოდელები შინ გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერ „პორტსმუთს“ შეხვდნენ და 2:1 აჯობეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა.
სტუმრები მე-10 წუთზე სვანსონმა დააწინაურა, ხოლო 57-ე წუთზე კაიემბემ საპასუხო ბურთი გაიტანა. 95-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი ვატამ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„უოტფორდს“ 37 ქულა აქვს და 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





