წიტაიშვილის „გრანადას“ წარმატებული სერია

0
37

„გრანადამ“, რომელშიც გიორგი წიტაიშვილი თამაშობს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო. მე-20 ტურში გრანადელებმა „კარტახენას“ უმასპინძლეს და 4:1 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებიდან სამი გოლი ალბანელმა ფოვარდმა უზუნიმ გაიტანა, ხოლო ერთი გოლი თავის ანგარიშზე სერხიო როდელასმა ჩაიწერა. „გრანადა“ 32 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი