“პერსპოლისი”, რომელშიც გიორგი გველესიანი გამოდის, ირანის ჩემპიონატის მე-12 ტურში სტუმრად “სეპაჰანს” შეხვდა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტოში იყო და უხეშობისთვის 39-ე წუთზე გააძევეს. იმ ეპიზოდში მსაჯმა მას ჯერ ყვითელი ბარათი აჩვენა, რომელიც რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ “წითლით” შეცვალა. ის “პერსეპოლისში” მესამე სეზონია გამოდის და პირველად გააძევეს. მანამდე, ირანის ჩემპიონატში წითელი ერთხელ სწორედ “სეპაჰანში” თამაშის დროს მიიღო.
“სეპაჰანი” მე-16 წუთზე დაწინაურდა, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 25-ე წუთზე გაიტანეს. მასპინძლებმა “პერსეპოლისის” კარი მეორედ 71-ე წუთზე აიღეს და საბოლოოდ სამი ქულა მოიპოვეს.
მოქმედი ჩემპიონი “პერსეპოლისი” 23 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 პოზიციაზეა – ლიდერ “ტრაქტორს” 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორეადგილოსან “სეპაჰანს” 4 ქულით.
ლაშა თაბაგარი





