მექვაბიშვილმა ლიდერთან წააგო

0
52

რუმინეთის ჩემპიონობისთვის მებრძოლი კრაიოვას „უნივერისტატია“, სადაც ანზორ მექვაბიშვილი თამაშობს, მე-18 ტურში შინ გათამაშების ლიდერ „კლუჟთან“ 0:2 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ისევ შეუცვლელად ითამაშა. ამ წაგების შემდეგ, „კლუჟი“ 28 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილამდე დაქვეითდა.
საბერძნეთის სუპერლიგის მე-13 ტურში „პანსერაიკოსმა“, რომლის კარს ლუკა გუგეშაშვილი იცავს, თავის მოედანზე „ასტერასს“ 2:აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის გოლკიპერმა შეუცვლელად ითამაშა და თავის ანგარიშზე 10 მოგერიება ჩაიწერა. „პანსერაიკოსი“ 16 ქულით 14 გუნდს შორის მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი