საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ოთარ მამაგეიშვილის განცხადებით, თანაგუნდელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ყველაფერს გააკეთებს. მან ამის შესახებ მან ამის შესახებ რიეკაში დღეს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს ახალგაზრდული პირველი თამაში თბილისში 1:0 მოიგო და არწაგების შემთხვევაში არსებობის ისტორიაში მეორედ ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
ოთარ მამაგეიშვილი: “პატარა უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. პირიქით, ახლა მთავარია მზადყოფნაში ვიყოთ, კარგად დავისვენოთ და იმავე შემართებით შევხვდეთ საპასუხო მატჩს, როგორც პირველ თამაშს.
გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. გვიხარია, რომ ამ დონის მატჩებს ვთამაშობთ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ ბევრი იქნება ასეთი მატჩები. გვიხარია, რომ ჩვენი შრომით აქამდე მოვედით და შანსი გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ეს გამოცდილებაც და ფსიქოლოგიური მზაობაც დიდ როლს ითამაშებს. არაფერს დავაკლებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ“.
ხორვატია-საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.




