საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ლასა ფირცხალაიშვილი წვრთნის, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მე-9 ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ესტონეთთან 1:1 ითამაშა და 4 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.
შეხვედრის მე-17 წუთზე ესტონელები კალიმულინმა დააწინაურა. 41-ე წუთზე პიჰელამ ავტოგოლი მიითვალა და ანგარიში გათანაბრდა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და ეს ანგარიში ფირცხალაიშვილის შეგირდებისთვის ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა 19-წლამდელებმა ჯგუფში პირველი თამაში შვედეთს 2:1 მოუგეს, ხოლო მეორე მატჩში ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ ნორვეგიასთან 2:3 დამარცხდნენ. ელიტ რაუნდი 2025 წლის გაზაფხულზე გაიმართება.
ლაშა თაბაგარი
