ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც დროებით ლი კარსლი წვრთნის, ერთა ლიგის A ლიგაში დაბრუნდა. B ლიგის მე-6 ტურში ინგლისელებმა თავის მოედანზე ირლანდია 5;0 გაანადგურეს. მასპინძლებმა ხუთივე გოლი შესვენების შემდეგ გაიტანეს, როდესაც სტუმრება 51-ე წუთზე ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო მცველი ლაიამ სკეილზი გაუძევეს.
ინგლისეებიდან თავი ჰარი კეინმა (პენალტი), ენტონი გორდონმა, კონორ გალაჰერმა, ჯარედ ბოუენმა და ტეილორ ჰერვუდ-ბელისმა გამოიჩინეს.
ინგლისმა 15 ქულა დააგროვა და მეორე ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. ბრიტანელებმა დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს საბერძნეთს, რომელმაც ფინეთს 2:0 სძლია და ასევე 15 ქულა დააგროვა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის პირველი იანვრიდან ინგლისის ნაკრებს გერმანელ თომას ტუხელი გაუძღვება.
ლაშა თაბაგარი





