საქართველოს ნაკრები ჩეხეთში ჩავიდა, სადაც ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავს. 18 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ქალაქ ოლომოუცში, მატჩის მასპინძელ ანდრუვ არენაზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გაიმართება ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია.
ჩეხეთთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ლაშა დვალი დაუბრუნდება, რომელმაც უკრაინასთან მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ალექსანდრე კალანდაძე (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)
18 ნოემბრის განრიგი (ჩეხეთის დროით)
15:45 ჩეხეთის ნაკრების პრესკონფერენცია
16:30 ჩეხეთის ნაკრების ვარჯიში (საწყისი 15 წუთი ღიაა მედიისთვის)
17:30 საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია
18:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (საწყისი 15 წუთი ღიაა მედიისთვის)





