ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა 2024 წლის ნოემბრის სანაკრებო სეზონის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. საქართველო შემოდგომის ტესტ-სერიას 10 ნოემბერს ოლ ბლექს XV-თან რკენით ხსნის. თამაში საფრანგეთში, მონპელიეში, GGL Stadium-ზე ჩვენი დროით 17 საათზე დაიწყება. ოლ ბლექს XV-ის წინააღმდეგ ბორჯღალოსნებს ვასილ ლობჟანიძე გაუძღვება, რომელიც გუნდის ისტორიაში 35-ე კაპიტანი გახდება. მას ღერძზე ლუკა მატკავა შეუწყვილდება.
ცენტრში თორნიკე კახოიძისა და გიორგი კვესელაძის დუეტს ვიხილავთ, ფულბეკი დავით ნინიაშვილი იქნება, ხოლო ფრთებზე აკა ტაბუცაძე და სანდრო თოდუა დადგებიან.
შერკინების პირველ ხაზში თამაშს კვაჭი ვანო კარკაძე და ბურჯები – ნიკა აბულაძე და სანდრო ქუნთელია იწყებენ. მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილი და გიორგი ჯავახია შეწყვილდებიან, მესამე ხაზში კი ილია სპანდერაშვილს, გიორგი ცუცქირიძეს და თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ.
შერკინების მარქაფაში არიან კვაჭი ლუკა ნიორაძე, ბურჯები გიორგი ახალაძე და ირაკლი აფციაური, მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი და მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი. ჰავბეკის პოზიციაზე თამაშში თენგიზ პერანიძე ჩაერთვება, მგეზავად თედო აბჟანდაძე, ხაზში კი დემურ თაფლაძე გამოჩნდება.
სანდრო თოდუა ოლ ბლექს XV-თან თავის 115- კეპს მოიხვეჭს და ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდება 36 წლის ფრთა სანდრო თოდუა. მან ბორჯღალოსნების კვართი პირველად 2008 წელს, ჩეხეთთან მოირგო და აქამდე ჩატარებულ 114 თამაშში 19 ლელო გაიტანა. 35 წლის განმავლობაში ბორჯღალოსნების რიგებში ყველაზე მეტი, 122 თამაში დავით კაჭარავას აქვს ჩატარებული, კვირიკაშვილი კი მეორე ადგილზეა.





