არაბიძის ზედიზედ მესამე მარცხი აზიის ჩემპიონთა ლიგაში

0
50

„ულსანი“, რომელშიც გიორგი არაბიძე გამოდის, აზიის ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე ზედიზედ მესამედ დამარცხდა. ამჯერად, სამხრეთ კორეული გუნდი შინ იაპონიის „ვისელ კობეს“ დაუპირისპირდა და 2 უპასუხო ბურთი გაუშვა.
ქართველი მარჯვენა გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და 66-ე წუთზე შეცვალეს. ის თავის გუნდში გამორჩეული იყო და კარსიც ყველაზე მეტჯერ დაარტყა. ერთ ეპიზოდში არაბიზის სახიფათო „გასროლა“ საჯარიმოს გარედან მეკარემ მოიგერია. მან ჩემპიონთა ლიგაში 3-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია, ხოლო სამხრთ კორეის ჩემპიონატში ჩატარებულ 6 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო. იაპონელებიდან პირველი გოლი 43-ე წუთზე მიაშირომ გაიტანა, რომელმაც 73-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
ჩემპიონთა ლიგაში „ულსანს“ ჯერ ქულა არ აუღია და პლეი-ოფში გასვლა ძალიან გაუჭირდება.

ლაშა თაბაგარი