მიქაუტაძის პირველი საგოლე პასი „ლიონში“

0
45

გიორგი მიქაუტაძემ „ლიონში“ გადასვლის შემდეგ, საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა.
მე-8 ტურში ლიონელები გასვლაზე „ლე ავრს“ შეხვდნენ და 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტოში ისევ ვერ მოხვდა და თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც სტუმრები 3:0 იგებდნენ. 87-ე წუთზე ბენრაჰმამ საბოლოო წერტილი სწორედ მიქაუტაძის ქუსლით გაკეთებული გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა დასვა. „ლიონს“ 13 ქულა აქვს და 18-გუნდიან ლიგა 1-ში მე-7 ადგილზეა.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-9 ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „ულმს“ 1:0 აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე გამარჯვებულთა სასტარტოში იყო და 82-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 87-ე წუთზე შეცვალეს. „კარლსრუე“ 19 ქულით 18-გუნდიან მე-2 ბუნდესლიგაში მე-2 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი