ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი „რეალში“ გადასვლას დათანხმდა

0
64

„ლივერპულის“ მარჯვენა მცველი და გუნდის ვიცეკაპიტანი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი მადრიდის „რეალში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლას დათანხმდა. ამის შესახებ ჟურნალისტი რამონ ალვარეს დე მონი იუწყება.
მას კლუბთან მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება. 25 წლის ტრენტი „ლივერპულის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2016 წლიდან თამაშობს. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 319 მატჩში 19 გოლი გაიტანა. ის ინგლისის ეროვნულ გუნდში 2018 წლიდან გამოდის და 33 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი