ზივზივაძის გუნდის ზედიზედ მეორე უხვგოლიანი ფრე

0
59

„კარლსრუემ“, რომლის შემადგენლობაში ბუდუ ზივზივაძე თამაშობს, მიმდინარე სეზონში გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორედ უხვგოლიანი ფრე ითამაშა.
მე-8 ტურში კარლსრუელებმა „დარმშტადტს“ უმასპინძლეს და მეტოქეებმა ერთმანეთს სამ-სამ გოლი გაუტანეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადეგნლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. ამჯერად, მას თავის ანგარიშზე გოლი ან საგოლე პასი არ ჩაუწერია.
მასპინძლებმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი მე-15 წუთზე გაიტანეს. მასპინძლები 28-ე წუთზე ისევ დაწინაურდნენ, მაგრამ „დარმშტადტმა“ 54-ეზე ჯერ ანგარიში გაათანაბრა, 20 წუთში კი წინ გავიდა. შეხვედრაში ბოლო ბურთი 77-ე წუთზე „კარლსრუემ“ გაიტანა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. შეგახსენებთ, რომ მე-7 ტურში ზივზივაძის გუნდმა გასვლაზე „კიოლნთან“ შეხვედრა 4:4 დაასრულა „კარლსრუეს“  16 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი