საქართველოს ჩემპიონობისთვის მებრძოლი ქუთაისის “ტორპედო” 26-ე ტურში იმედულ დერბიში შინ წყალტუბოს “სამგურალს” შეხვდა და მინიმალური ანგარიშით მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილები მე-16 წუთიდან უმცირესობაში იყვნენ, სამი ქულა მაინც აიღეს. ქუთაისელები კაცნაკლული მას მერე დარჩნენ, რაც გუნდის კაპიტანი მერაბ გიგაური მოედნის ცენტრში ნიკა კალანდარიშვილს ეუხეშა და მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუააშვილს პირდქაპირ წითელი ბარათი აჩვენა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
74-ე წუთზე ლასა შერგელაშვილმა მარცხენა ფლამგიდან პასი “სამგურალის” საჯარიმოში კართან ზურგით მდგომ ბიორნ იონსენს გაუკეთა, რომელიც მათე აბულაძესთან ორთაბრძოლაში წაიქცა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. იონსენმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ეს გოლი შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.
“ტორპედო” 54 ქულით 10-გუნდიან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზეა და 3 ქულით ჩამორჩება გორის “დილას”, რომელიც დღეს ბათუმის “დინამოს” მიიღებს. მიხეილ აშვეთიას ხელმძღვანელობით “სამგურალმა” 31 ქულა დააგროვა და მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი





