კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი თბილისის “იბერია” ქობულეთში მდებარე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ფოთის “კოლხეთს” ესტუმრა და უქვგოლიან შეხვედრაში 3 ქულა აიღო.
მატჩში სულ რვა გოლი გავიდა, აქედან ოთხი კი გიორგი კოხრეიძის ანგარიშზეა. ეს პირველი პოკერია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მატჩის დასაწყისში კოხრეიძემ თორნიკე ახვლედიანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა და 0:1. ანგარიში მალე გათანაბრდა, როცა გიორგი მელქაძის გამოზომილ პასს მოჰყვა გიორგი აბუაშვილის კარგი თამაში და ზუსტი დარტყმა. ეს აბუაშვილის მეშვიდე გოლია სეზონში.
პირველ ტაიმში კიდევ ორი გოლი ვნახეთ. ჯერ ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა ახლოდან, ხოლო მერე გიორგი მელქაძემ შორიდან დარტყმით და ფოთელებმა მეორედ გაათანაბრეს – 2:2.
აი, მეორე ნახევარში კი იბერიელებს ყველაფერი გამოსდიოდათ. კოხრეიძემ ძლიერი დარტყმით მესამედ გაიყვანა წინ იბერიელები, ხოლო 64-ე წუთზე ანგარიში 2:4 გახდა – იური ტაბატაძე წააქციეს, პენალტი დაინიშნა და კოხრეიძემ ამჯერადაც კარგად გამოიყენა.
ამის მერე ფოთელები სულაც ათი კაცით დარჩნენ, რადგან ზურაბ ერაძე გააძევეს შეტევის უხეშად ჩაშლისთვის. 2:5 კი ასე გახდა: კოხრეიძემ საჯარიმო შეასრულა, ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი თორნიკე ახვლედიანმა აკრობატული ნახტომით გაიტანა. ეს ახვლედიანის პირველი გოლია იბერია 1999-ში.
ბოლო გოლი კი ისევ კოხრეიძის იყო: მრავალსვლიანი კომბინაცია დაასრულა ძლიერი დარტყმით.
კოხრეიძეს მიმდინარე სეზონში 14 გოლი მოუგროვდა. 15 აქვს ტორპედოელ ბიორნ იონსენს, ხოლო 13 – დილას ტაირელ ვაუტერს.
კოლხეთი 1913 2:6 იბერია 1999
ქუთაისელებმა სტუმრად მოუგეს გაგრას და ლიდერ გორის დილას ისევ გაუთანაბრდნენ ქულებით.პირველი ტაიმის ბოლოს ტორპედოს შემტევმა ფელიპე პირესმა ჩააწოდა და ნიკა სანდოხაძემ თავით ეფექტურად შეუცვალა მიმართულება – 0:1.
მეორე ტაიმის საწყის ათ წუთში კი ტორპედოელებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს. ჯერ ელიტონ ჟუნიორმა ძლიერი დარტყმით, ბოლოს კი ბიორნ იონსენმა ცოტნე ფაცაციას დაფარული პასით. იონსენის მე-15 გოლი მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში…
ქუთაისელებზე დავწერეთ, გაგრა კი მეცრხე ადგილზეა.
გაგრა 0:3 ტორპედო





