„სამგურალმა“ ქულა დამატებულ წუთებში გადაარჩინა

0
37

კრისტალბეტ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ „თელავს“ უმასპინძლა და ქულა მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში გადაარჩინა.
შეხვედრის 24-ე წუთზე თელაველთა კონტრშეტევის დროს მეტოქის ნახევარზე მყოფმა ელდარ პარკინაშვილმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც თავით თორნიკე მორჩილაძემ ითამაშა და ბურთი ბრაზილიელმა ლეგიონერმა ანდრე მუსალაომ მიიღო, რომლის პასის შემდეგ სერბმა დეიან გეორგიევიჩმა ანგარიში გახსნა – 0:1.
52-ე წუთზე დემურ ჩიხლაძემ ჯარიმისშ ეასრულების დროს სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა და ომარ პატარკაციშვილმა თავით პასი ლუკა ხორხელს გაუკეთა, რომლის დარტყმულ ბურთს მიმართულება კარის წინ მდგომმა მათე აბულაძემ შეუცვალა – 2:2.
57-ე წუთზე თემურ გოგსაძემ ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოში მიიღო და ზუსტი გადაცემა გაუკეთა სამგურალის“ საჯარიმოში გახსნილ მუსალაოს, რომელმაც ზუსტი თავურით სტუმრები დააწინაურა – 1:2.
მსაჯმა შეხვედრას 11 წუთი დაამატა და 95-ე წუთზე ჩიხლაძემ დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა – 2:2. მატჩის ბოლო წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის წითელი ბარათი ბრაზილიელ ჯეფერსონ ჯერალდოს აჩვენა.
მიხეილ აშვეთიას გაწვრთნილ „სამგურალს“ 31 ქულ;ა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა, ხოლო ხარალამბოს ხრისტოდულუს დამოძღვრილი „თელავი“ 24 ქულით მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი