ეგოიანის პირველი გოლი „ვიტესში“

0
39

ირაკლი ეგოიანმა „ვიტესის“ მაისურით ნიდერლანდების რანგით მეორე ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. არნემელები მე-7 ტურში „აიაქსი II”-ს შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს- 2:2.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა. 62-ე წუთზე, როდესაც „ვიტესი“ 1:2 აგებდა. მარცხენა ფლანგიდან დე რეგტის გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ეგოიანმა თავით ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა. მან 6 შეხვედრაში თავი პირველად გამოიჩინა. „ვიტესი“ 10 ქულით 20 გუნდში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი