„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის ჰანსი ფლიკის აზრით, ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის პირველ ტურში „მონაკომ“ შინ ჩატარებულ შეხვედრაში ესპანურ გრანდთან დამსახურებულად გაიმარჯვა.
„გაძევების შემდეგ მატჩმა სულ სხვა სახე მიიღო. ჩვენი სულ ვცდილობდით, თავს ვიცავდით და რაღაც შეცდომებს ვუშვებდით, მაგრამ გოლის გატანასაც ვცდილობდით. საგოლე მომენტები შევქმენით, მაგრამ მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა.
წავაგეთ, თუმცა., მოთამაშეებს ვუთხარი, რომ უფრო ძლიერები უნდა დავბრუნდეთ და კვირას გასამართი შეხვედრისთვის ძალა აღვიდგინოთ. ჩვენ წავაგეთ, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებთ.
„მონაკომ“ ძალიან კარგად ითამაშა, განსაკუთრებით მეორე გოლის ეპიზოდში. ეს ბუნებრივია, რადგან ამ გუნდს ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენ თავის დაცვას ვცდილობდით, მაგრამ ანგარიში 1:2 გახდა, რაც „მონაკომ“ დაიმსახურა“ – იუწყება ესპანური მედია გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს, რომლის ხელმძღვანელობით „ბარსელონამ“ პირველი თამაში წააგო.
ლაშა თაბაგარი





