ქუთაისის „ტორპედო“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გალიდერდა. ქუთაისელებმა მე-20 ტურის გადადებულ შეხვედრაში თბილისის „იბერიას“ უმასპინძლეს და დაძააბულ ორთაბრძოლაში ერთბურთიანი სხვაობით დაამარცხეს.
მატჩის პირველ ტაიმში მოედანზე საინტერესო ბევრი არაფერი მომხდარა. „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა შოტლანდიელმა სტივ კინმა გუნდის კაპიტანი ცოტნე ნადარაია შეცვალა, რომელიც მეტოქეს შეეჯახა და თავის არეში დაზიანება მიიღო.
52-ერ წუთზე გიზო მამაგეიშვილმა დაახლოები 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ფილიპ ლიაიჩმა მის კუთხეში წასული ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო ტყუპისცალმა ოთარ მამაგეიშვილმა ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 0:1.
76-ე წუთზე, პირესმა მეტოქის ნახევარზე თორნიკე ახვლედიანი ჩამოიცილა და საჯარიმოში შესულმა პასი ბიორნ იონსენს გაუკეთა, რომელმაც აგვიაკას აჯობა და თავით საპასუხო ბურთი გაიტანა.
81-ე წუთზე „ტორპედოს“ შეტევის დროს ლაშა შერგელაშვილმა მარცხენა ფრთიდან სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ცოტნე ფაცაციამ გიორგი ჯინჯოლავას აჯობა და თავით მასპინძლები დააწინაურა.
89-ე წუთზე ქუთაისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ჯინჯოლავა წაიქცა და ფეხი პირესს მიარტყა, რომელსაც კლიაიჩი გამოექომაგა, ხოლო შემდეგ საქმეში საბა გეგუჩაძე და მამადუ სახო ჩაერთვნენ. ამის შემდეგ, ინციდენტში ორივე მხრიდან კიდევ უფრო მეტი ფეხბურთელი ჩაერთო და ასევე სათადარიგო სკამზე მყოფმა პერსონალმაც გაიწია ერთმანეთზე. ამას „ტორპედოს’ ქომაგების „იბერიას“ სათადარიგო სკამის უკან თავმოყრა და შეურაცხყოფის მიყენება დაერთო. საბოლოოდ კონფლიქტი ამოიწურა და მთავარმა მსაჯმა ალეკო აფციაურმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა გეგუჩაძეს, რომელიც გააძევეს. ასევე, მან ჯინჯოლოვა, ნინკოვიჩი და სახოც „გააყვითლა“.
საბოლოო ჯამში აფციაურმა ორივე გუნდის მოთამაშეებს ჯამში „ყვითელი“ 11-ჯერ აჩვენა, რაც ამ სეზონში მანამდე არცერთ შეხვედრაში მომხდარა.
„ტორპედო“ 48 ქულით 10-გუნდიანი სატურნირო ცხრილის სათავეშია. ლევან კორღალიძის დანიშვნის შემდეგ, „იბერიამ“ პირველად წააგო – მანამდე ერთხელ ფრე ითამაშა და ზედიზედ ოთხჯერ მოიგო. თბილისელები 45 ქულით მე-3 პოზიციაზე არიან.
ტორპედო 2:1 იბერია 1999
ლაშა თაბაგარი





