გველესიანმა ჩემპიონთა ლიგა მარცხით დაიწყო

0
22

„პერსეპოლისმა“, სადაც გიორგი გველესიანი გამოდის, აზიის ჩემპიონთა ლიგის საერთი ეტაპი მარცხიღ დაიწყო. პირველ ტურში ირანული გუნდი სტუმრად საუდის არაბეთის „ალ აჰლის“ შეხვდა, სადაც არაერთი ცნობილი ფეხბურთელი გამოდის და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი მე-2 წუთზე ფრანკ კესიემ გაიტანა, რომელსაც ზუსტი გადაცემა რიად მაჰრეზმა გაუკეთა. 59-ე წუთზე მაჰრეზმა პენალტი ვერ გამოიყენა. ცნობისთვის, „ალ აჰლის“ კაპიტანი თავის დროზე „ლივერპულის“ ერთ-ერთი ლიდერი ბრაზილიელი რობერტო ფირმონოა, რომელიც პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.

ლაშა თაბაგარი