ადრიენ რაბიოს განცხადებით, რომელიც კარიერას „მარსელში“ გააგრძელებს, თავდაპირველად ფრანგულ კლუბში თამაში შეუძლებლად მიაჩნდა.
„თავდაპირველად ეს შეუძლებლად მიმაჩნდა, მაგრამ კლუბის სპორტულ დირექტორ მეჰდი ბენატიასთან დიდი ხნის საუბრის შემდეგ, „მარსელში“ თამაში გადავწყვიტე. რა თქმა უნდა, მთავარ მწვრთნელ დე ძერბის ვესაუბრე. ცხადია, მიზანი გამარჯვებაა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნდეს. მოუთმენლად ველოდები გუნდში ვარჯიშის დაწყებას და „ველოდრომზე“ დაბრუნებას“ – აღნიშნა რაბიომ, რომელმაც 2016 წელს Le Parisien-თან ინტერვიუში კატეგორიულად განაცხადა, რომ „მარსელში“ არასოდეს ითამაშებდა.
რაბიო „მარსელს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან ტურინის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი ზაფხულში ამოეწურა. ის იტალიურ გრანდში 2019 წელს „ტულუზადან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 212 მატჩში 22 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
