გულიაშვილის მორიგი გოლი ბოსნიაში

0
19

გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის უმაღლეს დივიზიოშნი თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. “სარაევომ”, სადაც ქართველი თავდამსხმელი გამოდის “პოსუმიე” მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მე-19 წუთზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა დაახლოებით პენალტის ნიშნულთან მიიღო ბურთი, შემოტრიალდა და დაბალ კუთხეში გაიტანა. გულიაშვილი 5 გოლით ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი გუნდი ჩემპიონატის ლიდერია.
ყაქზახეთის პრამიერლიგაში “ჟენისმა” თავის მოედანზე “ქაისარს” სძლია. 34-ე წუთზე გამარჯვების გოლი  ფუნცულაიამ გაიტანა, რომელმაც ფლანგიდან თანაგუნდელის პასის მერე, ბურთი ქუსლით კარში ეფექტურად გადაგზავნა. მან მიმდინარე სეზონში თავი პირველად გამოიჩინა. ის 78-ე წუთზე შეცვალეს.
ბრატისლავას “სლოვანმა” სტუმრად “დუნაისკ სტრედქ” 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრებიუს მცველმა გურამ კაშიამ, რომელიც ბრატისლაველთა ღირსებას იცავს ავტოგოლი მიითვალა. მოქმედი ჩემპიონი “სლოვანი” სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი