ბუღრიძე გორის “დილაში” დაბრუნდა

0
60

ირაკლი ბუღრიძე კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებს. ამის შესახებ გორელთა პრესსამსახური იუწყება:
“გორის “დილამ” მორიგი ტრანსფერი განახორციელა. 26 წლის მარჯვენა ვინგერი ირაკლი ბუღრიძე კვლავ ჩვენი კლუბის ღირსებას დაიცავს.
ირაკლი ჩვენ გუნდს ყაზახეთის უმაღლესი ლიგის გუნდ “ყიზილჟარიდან” შეუერთდა. იგი თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია რის შემდეგაც ირიცხებოდა “ლოკომოტივის” და საჩხერის “ჩიხურას” რიგებში.
საქართველოს გარეთ მან კარიერა განაგრძო ბელგიურ “ბეერსხოტში”, შემდეგ ისევ სამშობლოში თბილისის “დინამოს” რიგებში ასპარეზობდა. თბილისური გუნდის შემდეგ იგი გორის “დილას” რიგებს შეუერთდა ხოლო შემდეგ ქუთაისის “ტორპედოში” განაგრძო კარიერა”.
ლაშა თაბაგარი