თბილისის “დინამო” კონფერენს ლიგის გათამაშებას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოდერის გაწვრთნილმა გუნდმა ევროთასების დებიუტანტ ჩერნოგორისი “მორნართან” სტუმრად 1:2 წააგო, ხოლო შინ მხოლოდ ფრეს გამორჩა და ახლა მთლიანად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაზე გადაერთვება.
მატჩის მე-19 წუთზე თბილისელთა მცველმა ნიკა უგრეხელიძემ თავის ნახევარზე დაკარგა ბურთუ, რომელიც ონდონგ-მბას ჩაუვარა და შეუტია, ხოლო დინამოელთა მცველმა წააქცია, რისთვისაც წითელი ბარათი აჩვენეს, რადგან მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმ დააფიქსირა. ტაიმის შუაწელში ბალკანელთა ნახევარზე მყოფმა თორნიკე ოქრიაშვილმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი რომელიც კარის მიმართულებით წავიდა და ბალკანელთა მეკარემ მოიგერია. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში “დინამოს” და “მორნარის” მწვრთნელები შეკამათდნენ, რის გამო, ტრიბუნაზე მყოფმა სტუმართა კლუბის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ზორან დურაშკოვიჩს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
32-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილის კარგი პასის მერე, დავით სხირტლაძემ “მორნარის” საჯარიმოში გაისწორა ბურთი და პასი გამოუვიდა ვახტანგ სალიას მისამართით, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 1:0.
57-ე წუთზე ზორიჩმა საჯარიმოშ გარედან დაარტყა “დინამოს” მცველის მიერ მოგერიებული ბურთი, რომელიც მასპინძლების ფეხბურთელს ფეხზე შეეხო და კარში აღმოჩნდა – 1:1. 65-ე წუთზე ლევან ოსიყმაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად “გაისროლა” და ბურთი ზედა ძელს ოდნავ გადაცდა. 76-ე წუთზე ოქრიაშვილმა კუთხური ჩააწოდა და მეტოქის საჯარიმოში მდგომმა კადეტემ ერთი შეხებით დაარტყა, თუმცა, ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ამის შემდეგ, მარცხენა ფლანგიდან მუხრან ბაგრატიონმა ჩაჰქკიდა ბურთი სტუმართა საჯარიმოში და ჯადული იობაშვილმა თავით არაზუსტად დაარტყა.
მთავარმა მსაჯმა ძირითად დროს 8 წუთი დაამატა, მაგრამ “დინამომ” ანგარიში ვერ შეცვალა. პირიქით საკუთარ კარში გოლის მირებას გადაურჩა, როდესაც “მორნარის” მოთამაშემ ახლო მანძილიდან ვარდნაში თავით არაზუსტად დაარტყა და ძალიან ხელსაყრელი საგოლე შანსი ვერ გამოიყენა.
“დინამო” (თბილისი) – „მორნარი“ 1:1 (1:0)
18 ივლისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
„დინამო” (თბილისი): მაქაცარია, ხვადაგიანი, უგრეხელიძე, კალანდაძე, ბაგრატიონი, ოსიყმაშვილი (ლომინაძე 82), საიმონი (სამუშია 82), სალია (ცეცხლაძე 56), ოქრიაშვილი, სანტისი (კადეტე 57), სხირტლაძე (იობაშვილი 70).
მთავარი მწვრთნელი: ფერდინანდ ფელდჰოფერი.
„მორნარი“: პოპოვიჩი, სტევანოვიჩი, მიტროიჩი, ბაოშიჩი, ვუკოტიჩი, დუბლიევიჩი (ტრიფუნოვიჩი 86), კალუდიეროვიჩი, დურიშიჩი (კიში 84), ვუშუროვიჩი, ონდომ-მბა, ზორიჩი (ცეტკოვიცი 75).
მთავარი მწვრთნელი: ზორან ბურაშკოვიჩი.
გოლები: 1:0 სალია (33), 1:1 ზორიჩი (57).
გაფრთხილება: დუბლიევიჩი (34), საიმონი (37), ზორიჩი (58), ლომინაძე (83), ვუშუროვიჩი (90) პოპოვიჩი (90).
მთავარი მსაჯი: იონ ორლიცი (მოლდოვა)
