საქართველოს ნაკრების ზღაპარი ევრო 2024-ზე დასრულდა

0
36

საქართველოს ნაკრების ზღაპარი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასრულდა. ჩვენი გუნდი 1/8-ფინალში ტურნირის მოგების ერთ-ერთ ფავორით ესპანეთს დაუპირისპიდა და მრისხანე მეტოქეს ღირსეული ორთაბრძოლა გაუმართა. თუმცა, როგორც ამ შემთხვევაში იტყვიან თავს ზემოთ ძალა არაა და კიოლნში წვიმიან ამინდში გამართულ დაპირისაპირებაში „ფურია როხამ“ თამაში შემოგვიტრიალა. ამის მიუხედავად საქართველო ევროპაზე თავისი კვალი დატოვა და ტურნირსაც თავაწეული დაემშვიდობა.
ესპანეთთან ვილი სანიოლმა იმავე სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომლითაც პორტუგალიასთან ითამაშა: საქართველოს ნაკრების დაცვის ცენტრში გურამ კაშია, ლაშა დვალი და გველესიანი იდგნენ, რომლებსაც მარჯვნიდან ოთარ კაკაბაძე ეხმარებოდა, ხოლო მარცხნიდან – ლუკა ლოჩოშვილი. ნახევარდაცვის ცენტრში გიორგი ქოჩორაშვილი და კიტეიშვილი თამაშობდნენ, მათ წინ კი – გიორგი ჩაკვეტაძე. თავდასხმის წყვილი უცვლელი იყო – გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვაარცხელია.
მე-10 წუთზე ესპანელებმა კუთხური ჩააწპდეს და ფაბიან რუისის სახიფათო თავურის შემდეგ, გოლის გაშვებას მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. მე-18 წუთზე საქართველოს ნაკრების კონტრშეტევის დროს მეტოქის ნახევარზე მყოფმა კაკაბაძემ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და ლე ნორმანმა თავის კარში გაიტანა – 0:1. ცნობისთვის, მიმდინარე ევროზე ესპანეთამ პირველი გოლი ჩვენთან მატჩში გაუშვა. ანგარიშის გახსნიდან ცოტა ხანში ფაბიან რუისის სახიფათო დარტყმის შემდეგ, მამარდაშვილმა დამაჯერებლად ითამაშა. 34-ე წუთზე მამარდაშვილის კარს შორი მანძილიდან კუკურელია დაემუქრა, მაგრამ ვერაფერი გააწყო.
39-ე წუთზე ესპანელთა კონტრშეტევის დროს მამარდაშვილმა იამალს არ გაატანინა, მაგრამ „ფური როხას“ შეტევა გაგრძელდა და როდრიმ საჯარიმოს ხაზიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ამ ეპიზოდში კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და გადააგილება უჭირდა, რის გამო როდრის დარტყმის დროს ხელი ვერ შეუშალა, ის მოგვიანებით ალთუნაშვილმა შეცვალა. აღსანიშნავია, რომ როდრის დარტყმის მომენტში ალვარო მორატა ხელს უსლიდა მამარდაშვილს, მაგრამ მსაჯს ამაზე რეაქცია არ ჰქონია და თამაშგარე არ დააფიქსირა.
48-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კონტრშეტევის დროს კვარაცხელიამ კარიდან წინ გამოსული უნაი სიმონი დაინახა და მოედნის ცენტრიდან დაარტყა – ბურთი მიზანს მცირე მანძილით აცდა. 51-ე წუთზე იამალმა დაახლოებით 20 მეტრიდან საჯარიმო ძალიან სახიფათოდ დაარტყა და მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. თუმცა, შეტევა გაგრძელდა და იამალმა მარჯვენა ფლანგიდან ძალიან ზუსტი გადაცემა გაუკეთა მამარდაშვილთან მარტო დარჩენილ ფაბიან რუისს, რომელმაც თავით ესპანელები დააწინაურა – 2:1.  მეორე ტაიმის შუაწელში ქოჩორაშვილმა თავის საჯარიმოსთან ახლოს დაკარგა ბურთი და იამალმა გოლის გატანის ხელსაყრელი შანსი ხელიდან გაუშვა. 68-ე წუთზე კვარაცხელიას კარგი პასის მერე ესპანელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა წიტაიშვილმა ოდნავ მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა. 75-ე წუთზე ფაბიან რუისმა თავისი ნახევრიდან უილიამსს მისცა პასი, რომელიც გველესიანს გაცდა და საჯარიმოში შესულმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ, თავის გამოჩენა უკვე ოლმოს შეეძლო, რომელმაც ახლოდან ცუდად დაარტყა და მამარდაშვილს ბურთის ხელებში დაფიქსირება არ გაჭირვებია. 81-ე წუთზე იამალმა ჩვენს საჯარიმოში „კედელი“ ოლომოსთან გაითამაშა და მამარდაშვილთან პირისპირ დარჩენილმა საქართველოს ნაკრების მეკარესვერ აჯობა. ორ წუთში ჩვენ საჯარიმოში კარ პოზიციაში იამალმა მიიღო, მაგრამ ცუდად დაარტყა. 83-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარი ოლმომ აიღო და ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა.
ესპანეთის ნაკრები 1/4-ფინალში ტურნირის მასპინძელ გერმანიას დაუპირისპირდება.
ესპანეთი – საქართველო 4:1 (1:1)
30
ივნისი, კიოლნი. „ენერჯი არენა“.
ესპანეთი:
უნაი სიმონი, კარვახალი (ნავასი, 81), ლე ნორმანი, ლაპორტი, კუკურელია (გრიმალდო, 66) ფაბიან რუისი (მერინო, 81), როდრი, პედრი (ოლმო, 52); იამალი, მორატა (კ) (ოიარსაბალი, 67), ნიკო უილიამსი.
მთავარი მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე.
საქართველო: მამარდაშვილი, გველესიანი (კვეკვესკირი, 79), კაშია (კ), დვალი, კაკაბაძე, კიტეიშვილი (ალთუნაშვილი, 41), ქოჩორაშვილი, ლოჩოშვილი (წიტაიშვილი, 63), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი, 64), კვარაცხელია; მიქაუტაძე (ზივზივაძე, 79).
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
გოლები: 0:1 ლე ნორმანი (18. საკ. კარში), 1:1 როდრი (39), 2:1 ფაბიან რუისი (51), 3:1 უილიამსი (75). 4:1 ოლმო (83).
გაფრთხილება:
მორატა (44), დავითაშვილი (71)
მთავარი მსაჯი:
 ფრანკოის ლეტექსიე (საფრანგეთი)
ლაშა თაბაგარი