წყალტუბოს “სამგურალი” სამმა ფეხბურთელმა დატოვა. თუმცცა, გუნდს ახალწვეულიც ჰყავს და ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
“ჩემპიონატის პირველი ეტაპის შემდეგ წყალტუბოს ,,სამგურალი” სამმა ფეხბურთელმა დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კლუბს გიორგი ფანცულაია, გეგი გეგუჩაძე და ბექა დარცმელია დაემშვიდობნენ.
წყალტუბოს ,,სამგურალმა” ქუთაისის ,,ტორპედოდან” 23 წლის ცენტრალური მცველი მათე აბულაძე დაიმატა. მათემ კლუბთან კონტრაქტი დღეს გააფორმა. იგი ,,სამგურალში” 2026 წლის ბოლომდე ითამაშებს.
მათე აბულაძე 2019 წლიდან ,,ტორპედოში” ასპარეზობდა. 2022 წელს, ქუთაისური გუნდის რიგებში გახდა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი.
გასულ სეზონში ,,სამტრედიის” ღირსებას იცავდა და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. სამტრედიელთა რიგებში გამართულ 32 შეხვედრაში მან 4 გოლი გაიტანა.
მიმდინარე ჩემპიონატი ახალგაზრდა უკანახაზელმა ქუთაისის ,,ტორპედოში” დაიწყო და 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათე აბულაძე იყო საქართველოს 21 წლამდე ნაკრების წევრი”.
ლაშა თაბაგარი





