ბათუმის „დინამომ“ ესპანელი ფეხბურთელი ჯალენ ბლესა დაიმატა. 23 წლის ესპანელი თავდამსხმელი უკვე ბათუმელებთან ერთად ვარჯიშობს.
ბლესა გასულ სეზონში რუმინეთის კრაიოვას „უნივერსიტატიაში“ გამოდიოდა, სადაც 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელის ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი ბათუმელები ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარეთის „ლუდოგორეცს“ შეხვდებიან.
ლაშა თაბაგარი
