გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები თავის პირველ შეხვედრას ხვალ დორტმუნდის „სიგნალ იდუნა პარკზე“ თურქეთთან გამართავს. მომავალ მატჩს არაერთი ქართველი ჟურნალისტის მსგავსად „ათიანის“ წარმომადგენელიც დავესწრები. ამაში დიდი წვლილი სპორტის სამინისტროს მიუძღვის, რომელმაც ჟურნალისტების დიდი ჯგუფის ქალაქ ვუპერტალის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში დაბინავება უზრუნველყო.
უეფას მიერ აკრედიტაციის მიღების შემდეგ, ჩემს ჟურნალისტურ კარეირაში მესამე ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება გადავწყვიტე, მით უმეტეს, რომ ამის ძალიან დიდი საბაბი მქონდა. საქართველოს ნაკრები ხომ არსებობის ისტორიაში ევროპირველობაზე პირველად გავიდა.
თბილისიდან კიოლნში სახელმწიფოს მიერ სუფსიდირებული ჩარტერული რეისით ჩვენი ეროვნული გუნდის ორ ყოფილ მთავარ მწვრთნელთან თემურ ქეცბაიასთან და კახა ცხადაძესთან ერთად ვიმგზავრე. მათ გარდა თვითმფრინავში საქართველოს ნაკრების ორი ექსფეხბურთელი ლევან ცქიტიშვილი და ლადო ბურდული იმყოფებოდნენ. აეროპორტში ჩვენი ეროვნული გუნდის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეული ფეხბურთელი გოჩა ჯამარაულიც შეგვხდა, რომელიც ასევე გერმანიაში მიემგზავრებოდა.
კიოლნიდან ქართველ ჟურნალისტებთან ერთად ვუპერტალს მივაშურა და აეროპორტიდან დანიშნულებიოს ადგილამდე მიღწევაში ძალიან დაგვეხმარნენ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები. ვუპერტალში არაერთი ქართველი ჟურნალისტი და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი დაბინავდა.
ვუპერტალიდან ჩემს კოლეგებთან ერთად ჩავედი და აკრედიტაციის ცენტრში კუთვნილი აკრედიტაცია მივიღე. ასე რომ საქართველოს ნაკრების თამაშებს და ევროპირველობჰაზე მიმდინარე მოვლენებს „ათიანიც“ გააშუქებს.
გერმანიია და თითქოს ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა იყოს ორგანიზებული თუმცა ასე ნამდვილად არაა. მანამდე, ორ ევროპის და ამდენივე მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავი, მაგრამ პირველად ვნახე, რომ მედიაცენტში ადგილობრივი დროით 15:45 საათზე გააღეს. გარდა ამისა, მედიაცენტრში ინტერნეტი არ მუშაობდა და სპეციალისტები გამოიძახეს ხარვეზის გამოსასწორებლად. ეს პროცესი კი დიდი ხანი გაიწელა.
მოკლედ, უშუალოდ დორტმუნდის სტადიონზე მედიისთვის სამუშაოდ კარგი პირობები ნამდვილად შექმნილი არაა. მართალია, ეს მუშაობაში ხელს ნამდვილად არ მიწყობს, მაგრამ მომავალი მატჩის მოლოდინში ალბათ ყველაფერი მეორეხარსხოვანია, რადგან პირველად მომიწევს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნის მოსმენა და ჩემი უსაყვარლესი გუნდის გულშემატკივრობა.
ლაშა თაბაგარი სპეციალურად „ათიანისთვის“ დორტმუნდიდან
მადლობა მხარდაჭერისთვის საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთან ასოციაციას





