ტიაგუ მოტა „იუვენტუსს“ სათავეში ჩაუდგა

0
26

ტიაგო მოტამ ტურინის „იუვენტუსთან|“ კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ტიაგუ მოტა იუწყება.
იტალიის ეროვნული ნაკრების 41 წლის ყოფილი ნახევარმცველი „იუვეს“ ხელმძღვანელებს პორტუგალიაში შეხვდა და ხელშეკრულება გააფორმა. მან მასიმიალინო ალეგრი შეცვალა.
მოტამ თავისი მომავალი ტურინელებს 3 წლით დაუკავშირა და წელიწადში ხელფასად 3,5 მილიონ ევროს მიიღებს. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ ერთი წელი ავტომატურად გაგრძელდება.
გასულ სეზოში მოტა „ბოლონიას“ ავარჯიშებდა, რომელსაც არსებობის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის საგზური მოაპოვებინა.
ლაშა თაბაგარი